განვადების ოფიცერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: განვადების ოფიცერი - რეგიონები
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას განვადების ოფიცრის თანამდებობაზე ლაგოდეხის, თელავის, გურჯაანის, წნორის, ხელვაჩაურის, ლანჩხუთის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ქარელის, გორის, ახალციხის, ზუგდიდის და ოზურგეთის ფილიალებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების ფინანსური საჭიროებების გამოვლენა;
** კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა განვადების პირობებთან დაკავშირებით
** განვადების განაცხადების მომზადება და წარდგენა კომიტეტზე;
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** კლიენტთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის წარმართვა;
** კომპანიის საქმიანობასთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
** ვადაგადაცილებულ კლიენტებთან დაკავშირება;

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების სათანადო დონეზე ცოდნა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე