მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქუთაისში, სათაო ოფისში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების სერვერების ინსტალაცია, კონფიგურირება და მხარდაჭერა
** მონაცემთა ბაზების პროექტირებასა და შექმნაში მონაწილეობის მიღება
** მონაცემთა შენახვის, ორგანიზების და მართვის გზების მოძიება
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
** ახალი ანგარიშგებების აწყობა
** არსებულ ანგარიშგებებში ცვლილებების შეტანა
** მონაცემთა ბაზების რეზერვირების მოწყობა (always on, clustering, log shipping, mirroring) და მონიტორინგი
** მონაცემებთა ბაზების მისაწვდომობის მართვა
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი
** მონაცემთა ბაზების ასლების (Backup) წარმოება
** მონაცემთა ბაზების დაზიანების შემთხვევაში მათი აღდგენა
** მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის დამუშავების პროცესში სუსტი ადგილების გამოვლენა.
** მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება
** მონაცემთა ბაზების განახლება
** თანამშრომლობა დეველოპერებთან და მონაწილეობა სხვადასხვა IT პროექტებში
** ავარიული აღდგენის გეგმის შემუშავება
** ტექნიკური მომსახურების პროცედურების შემუშავება და მათი ექსპლუატაციაში ჩაშვება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
** ოპერაციული სისტემების ცოდნა
** აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლების, კუნსტრუქციული თავისებურებებისა და ექსპლოატაციის რეჟიმების ცოდნა
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა
** სწავლის და განვითარების სურვილი

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე