ლოჯისტიკის მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისში, სათაო ოფისში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე სამეურნეო საქმეების მეთვალყურეობა და კოორდინაცია
** ოფისების ტექნიკური აღჭურვილობის გამართულობაზე და მათ ფუნქციური სტანდარტების განვითარებაზე ზრუნვა
** საოფისე ფართების და სამუშაო ადგილების მოწყობის პროცესზე კოორდინაციის გაწევა და პროცესების დახვეწაზე ზრუნვა
** ორგანიზაციის მატერიალურ ტექნიკური ბაზის აღრიცხვის, მოვლა პატრონობის მეთვალყურეობა და კოორდინაცია
** სატრანსპორტო საშუალებების მიზნობრივი გამოყენების კოორდინირება, აღრიცხვა და კონტროლი
** კომპანისათან დაკავშირებული ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირების და დისტრიბუციის ორგანიზება
** კომპანიის ლოჯისტიკის მიმართულების პერსონალის კოორდინირება, ფუნქციების გადანაწილება და მათ მიერ მოვალეობების შესრულების კონტროლი.
** კონტრაქტორებთან ურთიერთობა, შესაბამისი ხელშეკრულების შედგენაში მონაწილეობა
** ანგარიშების მომზადება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯერული კუთხით)
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია საინჟინრო, ან/და ადმინისტრაციულ საქმიანობაში გამოცდილება
** ტრანსპორტის კოორდინაციაში გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე