სესხის ოფიცერი - აბაშა, დედოფლისწყარო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სესხის ოფიცერი - აბაშა, დედოფლისწყარო
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 7 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას სესხის ოფიცრის თანამდებობაზე აბაშის და დედოფლისწყაროს ფილიალებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პრემიალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** მიკრო-სესხების, მათ შორის აგრო, ბიზნეს და სამომხმარებლო სესხების გაცემა;
** აქტიური მარკეტინგული საქმიანობა, კლიენტთა მოძიება;
** საკრედიტო პორტფელის ხარისხიანი, ოპერატიული და ეფექტური მართვა;
** კლიენტთა სრული მომსახურება ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
** ბიზნეს აპლიკაციების შესწავლა-დამუშავება, დეტალური გამოკვლევა და ანალიზი;
** დაგვიანებულ და პრობლემურ სესხებთან განსაკუთრებული მუშაობა;
** დეტალური ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე