საინფორმაციო ოფიცერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საინფორმაციო ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ოფიცრის თანამდებობაზე ქუთაისის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ემსახურება 70 000 - ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში 40 ფილიალისა და 16 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ფილიალში შემოსული კლიენტების მიღება და გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით;
** სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, საჭიროების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** პირველადი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა მისაღებ სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა;
** საოფისე საქმიანობაში დახმარება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** ორგანიზებული, მიზანდასახული და ენერგიული;
** კომუნიკაციის უნარის მქონე;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება.

საინფორმაციო ოფიცრის თანამდებობაზე არსებული პირობები:
სტაჟირება 1 თვე; ანაზღაურება 100 ლარი;
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმება; ანაზღაურება 150 ლარი.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე