პრობლემური სესხების ოფიცერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 28 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში, (სამუშაო არეალი მოიცავს ხონის ფილიალს).

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელებას;
** მსესხებლებთან/თავდებებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა ვალდებულებების განულების ან გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაცია) მიზნით;
** გადაწერილი პორტფელის მართვა
** მონაცემთა ბაზაში შესაბამისი ინფორმაციის შეყვანა და მისი სათანადო გამოყენება;
** ანგარიშგება გაწეული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობის წინაშე;
** ეთიკის ნორმების დაცვა და კლიენტთა დაცვის 7 პრინციპის გათვალისწინება;
** დაიცვას კომპანიის საქმიანობასთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
** სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაამყაროს ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული სპეციალობით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკრედიტო სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება პრობლემურ სესხებზე მუშაობის სფეროში;
** მცირე ბიზნესისა და რეგიონის მიკროსაკრედიტო ბაზრის ცოდნის სათანადო დონე
** საქმიანობის დაგეგმარების დროის მართვის სათანადო დონე
** რუსული ენის სათანადო დონეზე ფლობა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა
** მოლაპარაკების ეფექტურად მართვის უნარი
** კონფლიქტების და სტრესების ეფექტურად მართვის უნარი
** ციფრებთან მუშაობის, სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
** რისკების გამოვლენის და დაჯგუფების უნარი;
** გამოცდილების გაზიარებისა და დატრენინგების უნარი;
** ეფექტური დაგეგმარების უნარი, ორგანიზატორული ნიჭი, მართვის უნარ-ჩვევები
** კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა, კონსტრუქციულობა
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას
** ქართული ენის კარგად ფლობა, გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 28 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე