შიდა კომუნიკაციისა და HR ბრენდინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შიდა კომუნიკაციისა და HR ბრენდინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 26 იან
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 167 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შიდა კომუნიკაციისა და HR ბრენდინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikoraholding.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება - სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავება, "პოსტების" ვერბალურად და ვიზუალურად გამართვა, ფეისბუქ გვერდზე რეკლამის განთავსება;
** თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა-ორგანიზება;
** "ნიკორა"-ს როგორც დამსაქმებლის ცნობადობის გაზრდა და დადებითი იმიჯის ფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დიზაინის პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** სასურველია ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** გამართულად წერის უნარი;
** კრეატიულად აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 26 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე