უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ინტელ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
კომპანია "Intel Express Georgia" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

"ინტელ ექსპრეს ჯორჯია" (http://inteliexpress.net) არის საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა - ერთად-ერთი ქართული ფულადი გზავნილების კომპანია, საკუთარი ფილიალებითა და ლინცენზიებით ევროკავშირსა და საქართველოში. კომპანია წარმოდგენილია საქართველოში, საბერძნეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში საკუთარი ქსელით, ხოლო მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში წარმოდგენილია პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით. ფულადი გზავნილების გარდა, კომპანიის საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს საბანკო ოპერაციების წარმოება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, საკრედიტო (სალომბარდე) სერვისის წარმოება, კონვერტაციები; კომპანია ორიენტირებულია ქართულ დიასპორასა და მის მოთხოვნებზე.

ადგილმდებარეობა: თბილისის ფილიალები
განაკვეთი: სრული (დღის ცვლა)
შტატი: 5

სამუშაოს აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, საბანკო საქმე და ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წლიანი;
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** კლიენტ სერვისისთვის საჭირო უნარების ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** მათემატიკური უნარ-ჩვევები ჩაითვლება უპირატესობად;
** სალომბარდე საქმის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასიამოვნო გარეგნობა.

ანაზღაურება: დღიური, გამომუშავებით.
შერჩეული კანდიდატები ადგილზე გაივლიან სტაჟირებას საბანკო და სალომბარდე სფეროში.

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@intelexpress.ge და განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი".

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 11 თებერვალი.

სისტემა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე