უმცროსი Front-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 11 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში - "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი Front-End დეველოპერის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** HTML 5
** CSS
** JavaScript/TypeScript
** Angular 2.0 or higher - მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
** ვერსიის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია Git).

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიულ განვითარებას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გზავნილის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე