მევენახის ასისტენტი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მევენახის ასისტენტი - ყვარელი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 6 თებ
სს "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ყვარლის რაიონში სს "თბილღვინო"-ს საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო სტატუსი: სრული განაკვეთი.
ასაკი: 25 წლიდან 40 წლამდე.
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.
ვაკანსიის რაოდენობა: 1 (ერთი)

აუცილებელი პირობებია:

ა. ცხოვრობდრეს გურჯაანის, ყვარლის და თელავის რაიონებში;
ბ. მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვა.

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

ამ სტუქტურული ერთეულის მიზანია ვენახების გაშენების და განვითარების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

ძირითადი სამუშაო ფუნქცია-მოვალეობები:

** ს/ს "თბილღვინო"-ს ვენახებში სამუშაო პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური სისუფთავისა და დისციპლინის უზრუნველყოფა საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან, მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან და ბრიგადირებთან ერთად.
** ვენახის გაშენების დაგეგმარება სახეობების მიხედვით, საჭირო მოცულობებისა და ფართობის განსაზღვრა საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
** გაშენებული ვენახებისა თუ სავენახე ნაკვეთების ნიადაგების, ხოლო შემდგომში _ ყურძნის, პერიოდული და მაღალკვალიფიციური კონტროლი საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
** ვენახის გაშენების სამუშაოების დაგეგმვა მევენახეობის კონსულტანტთან და საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად და განხორციელების უზრუნველყოფა მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან და ბრიგადირებთან ერთად.
** ს/ს "თბილღვინო"-ს ვენახებში _ მუშახელის აღრიცხვა, აგრეთვე შხამქიმიკატების, სასუქების, საწვავის ეკონომიურ და ეფექტურ ხარჯვაზე მკაცრი კონტროლი საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან, მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან და ბრიგადირებთან ერთად.
** სს "თბილღვინო"-ს ვენახებისა და სავენახე ნაკვეთებში ტრაქტორებისა და მექანიზმების გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, მათი მუშაობის ზედამხედველობა და კონტროლი.
** წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, წვეთოვანი სარწყავი სისტემით საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან და კონსულტანტთან ერთად შემუშავებული რწყვის სქემით ვენახის მორწყვისა და სასუქის შეტანის უზრუნველყოფა.
** მონიტორინგი ვენახებში ჩასატარებელ ყოველ აგროტექნიკურ ღონისძიებებზე - ბრიგადირებთან ერთად.
** დაგეგმილი რაოდენობების და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ვენახის მოვლის შესაბამისი სქემის შედგენა (სხვლა, სასუქები, შხამქიმიკატები, ირიგაციის სისტემა და ა.შ) მევენახეობის კონსულტანტთან, საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად და ტექნოლოგიური სქემის შესრულებაზე ზედამხედველობა.
** მევენახეობის კონსულტანტთან, საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან, მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან და ბრიგადირებთან ერთად ვაზის სხვადასხვა დაავადებათა მიმართ საჭირო შეწამვლის სქემის შედგენა, წინასწარ სეზონზე გამოსაყენებელი შხამქიმიკატებისა სახეობებისა და რაოდენობების გამოთვლა-შეკვეთა; შხამქიმიკატებით შეწამვლების დროული და ეფექტური ჩატარების უზრუნველყოფა.
** რთველამდე 2 კვირით ადრე სს "თბილღვინო"-ს ვენახებში დასაკრეფი ყურძნის რაოდენობების დადგენა ჯიშებისა და ვენახის ადგილმდებარეობის მიხედვით საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
** რთველის პერიოდში ყვარლის ქარხანაში გადასამუშავებელი ყურძნის ჯიშების, ადგილმდებარეობებისა და რაოდენობების მიხედვით კრეფისა და ქარხნამდე ტრანსპორტირების გეგმის შედგენა, მაღალი ხარისხის წარმოების ერთეულის ხელმძღვანელთან, ყურძნის ჩაბარების ერთეულის ხელმძღვანელთან, მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან, ბრიგადირებთან და მეღვინეებთან ერთად; ზედამხედველობა ყურძის კრეფაზე, აწონვაზე და რაოდენობის გამოვლენაზე - კომპანიის ბუღალტერთან ერთად, ასევე ტრანსპორტირების დროული და ხარისხიანი უზრუნველყოფა საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად: რთველის პერიოდში სამუშაო დავალებების მევენახეობის განყოფილების მენეჯერებზე, ბრიგადირებსა და მუშებზე დროული და სწორი გადანაწილება; მათი მუშაობის კონტროლი.
** ს/ს "თბილღვინო"-ს ვენახებში საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან, მევენახეობის განყოფილების მენეჯერებთან, ბრიგადირებთან და საინჟინრო სამსახურთან ერთად ტრაქტორების, ტრაქტორის სხვადასხვა მისაბმელების, სარწყავი სისტემის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. საინჟინრო კუთხით წარმოქმნილი პრობლემის გამოვლენა და ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება.
** ადმინისტრაციული, ბუღალტრული და ISO-ს საბუთების წარმოების უზრუნველყოფა სს "თბილღვინო"-ს ვენახებში.
** ს/ს"თბილღვინო"-ს ვენახებიდან კომუნიკაციის უზრუნველყოფა: შესასრულებელი სამუშაობის გეგმის (თვის ბოლო კვირას - მომდევნო თვის შესასრულებელი გეგმის და ასევე ყოველკვირეული გეგმის, რომელიც დგება კვირის ბოლოს) და ბუღალტრული დოკუმენტაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
** სს "თბილღვინო"-ს ვენახებში დამხმარე მასალების ნაშთების აღრიცხვა და საჭიროებისას შეკვეთის მოთხოვნის დროული წარდგენა საკუთარი ვენახების გაშენებისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად.
** რაიმე ფაქტორების ზეგავლენით ზემოაღნიშნული პუნქტების შეუსრულებლობის ან კომპეტენციის არქონის გამო, ზემდგომი თანანმდებობის პირების დროულად საქმის ვითარების გაცნობა და სავარაუდო საჭირო ღონისძიებების შეთავაზება.
** ხელმძღვანელის დავალებით, ფორსმაჟორულ სიტუაციებში, სს "თბილღვინოს" საკუთრებაში არსებულ ვენახებში 24 საათიანი მორიგეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი- აგრონომიული (სასურველია მევენახე);
** უპირატესობა მიენიჭება მექანიზაციისა და ტექნიკის საკითხებში გარკვეულ და მცოდნე კანდიდატს.
** სასურველია - ინგლისური, რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წელი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირება, ორგანიზებულობა, მოტივირება და შრომისმოყვარეობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** პრობლემების მოგვარების, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, პრიორიტეტების სწორად დასახვის უნარი;
** გუნდური მუშაობა, ინიციატივის გამოჩენა;
** დაგეგმისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილება;
** კომუნიკაციის უნარი (მათ შორის პირისპირ, წერილობითი და სატელეფონო);
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: MS Word, Excel, Outlook.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი CV /რეზიუმე/ გამოაგზავნოთ 2018 წლის 6 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: tchokhonelidze@tbilvino.ge

გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, მხოლოდ გურჯაანის, ყვარელის და თელავის რაიონებში მცხოვრებლები.

საკონტაქტო პირი:
ტურფა ჭოხონელიძე
(599) 24 22 64 | 2 65 33 82.
მის.: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 2
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე