ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ნეოლაბი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 25 იან
შპს "ნეოლაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** სალაროს მეურნეობის წარმოება
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** სასაწყობო ოპერაციები - საქონლის მიღება/ჩამოწერა-ანალიზი
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
** პირდაპირი დროის რეჟიმში მიღებული საბუთების დამუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პროფესიული და პიროვნული თვისებები:

** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით კარგად უნდა ფლობდეს Excel-ს
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა "ორისი"-ს ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);
** აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება და პუნქტუალურობა.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, 9:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2018 წლის 25 იანვრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: neolabgeo@gmail.com

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 595002521.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე