სარეზიდენტო პროგრამა - გადაუდებელი მედიცინა
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეზიდენტო პროგრამა - გადაუდებელი მედიცინა
მომწოდებელი: ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 31 იან
შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმ"-ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის №10 სხდომის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია, სარეზიდენტო პროგრამაში "გადაუდებელი მედიცინა".

შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი" აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო პროგრამაზე.

"გადაუდებელი მედიცინა" - 4 ადგილი.

რეზიდენტობის, დიპლომისშემდგომ განათლებაში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

** განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ (დადგენილი ფორმის მიხედვით) ლინკი დაიდება;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომის ასლი) ნოტარიულად დამოწმებული;
** ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და ცნობა, რომლის გაცემის მომენტიდან არ გასულა 3 (სამი) წელი;
** ავტობიოგრაფია (CV);
** ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4 (ორი ცალი);
** ინგლისური ენის (B2 დონის) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
** (ინგლისური ენის სერტიფიკატის ვერ წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკანტს ჩაუტარდება გასაუბრება ინგლისურ ენაში);
** სამოტივაციო წერილი.
** *ნაბეჭდი ვერსიის გარდა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ვერსიის სახით ჩაწერილი CD-ზე.
** არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ ექვემდებარება.

რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:

საბუთების მიღება: 2018 წლის 09 იანვრიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გენ. ა. აბაშიძის ქ. №14/ გენ. ა. აბაშიძის და ბაგრატიონის კვეთა. სასწავლო უნივერსიტეტის შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმის" შენობა (შემოსასვლელი ეზოს მხრიდან) მეორე სართული, ოთახი № 138, ან ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: info@bauinternational.edu.ge

საბუთების გადარჩევა: 2018 წლის 01 თებერვლიდან 09 თებერვლის ჩათვლით.
გასაუბრება: 2018 წლის 12 -14 თებერვალი.
შედეგების გამოცხადება: 2018 წლის 19 თებერვალი. (შედეგები გამოქვეყნდება სასწავლო უნივერსიტეტის შენობის მეორე სართულზე, საინფორმაციო დაფაზე, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://bauinternational.edu.ge/.

ამასთანავე გაცნობებთ, რომ სარეზიდენტო პროგრამაზე სწავლა არის უფასო და გრძელდება 3 (სამი) წელი. სარეზიდენტო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ კანდიდატის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს BAU-ს მიერ აფილირებულ კლინიკაში დასაქმება და კლინიკურ პრაქტიკაზე (კურაციებზე) სტუდენტების ზედამხედველობა შესაბამისი მიმართულებით არანაკლებ 3 (სამი) წლის ვადით.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე