ვეტერინარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვეტერინარი
მომწოდებელი: ჩირინა
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 27 იან
შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გეგმის მიხედვით გაწერილი ვაქცინაციების, პროფილაქტიკური და სამკურნალო დანიშნულების ღონისძიებებს შესრულება.
** საფრინველეებში რეგულარული შესვლა და ბროილერის ფრინველის მუდმივი მონიტორინგი
** ფრინველის დაცემის მონიტორინგი და შედეგების რეგულარული ანალიზი
** ფრინველის გაკვეთა
** დერატიზაციის და დეზინსექციის სამუშაოების შესრულება დადგენილი გეგმის მიხედვით
** მომუშავე პერსონალის მხრიდან სანიტარული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესიული:

** ვეტერინალური უმაღლესი განათლება.
** მუშაობის გამოცდილება მეფრინველეობის სფეროში
** ანალიტიკური აზროვნება
** საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) სასურველია

პიროვნული:

** მაღალი პასუხისმგელობის გრძნობა
** დავალების შესრულებაზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა

აღნიშნულ ვაკანსიაზე განიხილებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 27 იანვრამდე. გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში(subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე