ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ჯეოქოლი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 11 თებ
"ჯეოქოლი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/არასრული.
** სასურველია გაყიდვების ან მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის გაცნობა, შეთავაზება.
** პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება და მოზიდვა.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;

ფიქსირებული ხელფასს + ბონუსი, მოქმედებს ყოველთვიური ზრდადი საბონუსე სქემა, გაყიდვების მოცულობის შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: 11:00 დან 18:00 მდე კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათი ნახევარი განაკვეთი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე mariam.psuturi@yahoo.com და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (ქოლ-ცენტრის ოპერატორი).

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე