სტაჟირების პროგრამა - ვებ დეველოპმენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირების პროგრამა - ვებ დეველოპმენტი
მომწოდებელი: ნიუსრუმი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
"პალიტრა მედია ჰოლდინგის"-ს წევრი, ახალი ამბების სააგენტო "ნიუსრუმი" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.

პალიტრა მედია ჰოლდინგი ყველაზე დიდი მედია ორგანიზაციაა ქართულ ვებ სივრცეში. ამ ეტაპზე 20-ზე მეტ რეიტინგულ მედია პორტალს ფლობს საქართველოში. ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ თავისუფალი სიტყვისა და მედიის გავრცელებას. ჩვენს მიერ დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ ახალბედა დამწყებ დეველოპერებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ვებით და თავიანთ მომავალ კარიერას ინფორმაციულ ტექნოლოგიებს უკავშირებენ.

სტაჟირების პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო და პროდუქტიული იქნება მედია ინჟინერიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ერთნაირად აინტერესებთ პროგრამირება და ჟურნალისტიკა.

სტაჟირების პროგრამა ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:

ბიზნეს ანალიტიკა და ვებ-პროექტების მენეჯმენტი
Python პროგრამირება
PHP პროგრამირება
Front-end დეველოპმენტი (CSS, HTML, Javascript (jQuery))
ვებ-დიზაინი

სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, ხოლო მათ მიერ შესრულებული პროექტები განთავსდება ჩვენს პორტალზე.

გასაუბრების შემდეგ თითოეულ მიმართულებაზე შეირჩევა მხოლოდ ერთი სტუდენტი.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xa976005056a226ca11e7f79c862565c5

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 თებერვალი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე