მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: TR Georgia Project 2
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 12 თებ
"TR Georgia Project 2 LLC" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი - სრული

აუცილებელი მოთხოვნები და მოვალეობები მთავარი ბუღალტრის ვაკანსიაზე:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** დიდ ან საშუალო ზომის კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (სასურველია სოფლის მეურნეობის სფეროში);
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერა, კითხვა, თავისუფალი საუბარი);
** საოფისე პროგრამების Word, Outlook, Excel-ის სრულყოფილად ფლობა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის მართვა;
** ბუღალტრული გატარებების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება. პროგრამაში FMG (ინფო საწარმო)
** პერიოდული (ყოველთვიური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშების მომზადება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
** ორგანიზაციის საბუღალტრო ოპერაციების კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა, სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა.

გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ფოტოთი) ელ.ფოსტის მისამართზე: tstepanishvili@trcompany.ge და დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე