მოლარე - აბაშა, კასპი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - აბაშა, კასპი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 21 იან
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის თანამდებობაზე აბაშის და კასპის სერვისცენტრებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** საბონუსე სისტემას
** პრემიალურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** რეგიონებში მივლინებები;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა)
** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 21 იანვარს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/giIs3r6hsV4JfWqj2

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე