მძღოლი - ლანჩხუთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი - ლანჩხუთი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 იან / ბოლო ვადა: 21 იან
თანდართული ფაილი: 163292-crystal-app-form.zip
ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას "კრისტალი" ესაჭიროება მძღოლი საკუთარი ავტომობილით ლანჩხუთის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმომდგენის (მძღოლის) მიმართ:

** ავტომანქანის მართვის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის კარგად ფლობა; გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში მგზავრობის შესაძლებლობა.

ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:

** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - კარგ მდგომარეობაში;
** საწვავის მაქსიმალური წვა: 100კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2000 წლიდან;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;
** სასურველი მარკა და მოდელი: მერსედესი, C კლასი.

დაინტერესებულმა პირებმა 2018 წლის 21 იანვარს 17 საათამდე უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე