უფროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი ექთანი
მომწოდებელი: ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა აცხადებს ვაკანსიას უფროსი ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექთნო საქმის პროფესიული განათლების დიპლომი; უპირატესობა მიენიჭება თბლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს
** შესაბამის სფეროში არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტში საექთნო პროცესის ყველა ეტაპის მონიტორინგი, ანალიზი და გაუმჯობების ღონისძიებების დასახვა
** პაციენტის უფლებების დაცვა და ამ პროცესებზე მეთვალყურეობა
** სამკურნალწამლო საშუალებების დადგენილი წესით გამოყენებაზე კონტროლი
** სამედიცინო მოხმარების საგნების, მედიკამენტების, სახარჯი მასალების და სხვა საშუალებების მარაგების შექმნა/განახლება
** გამოყენებული მედიკამენტების, სამედიცინო მოხმარების საგნების, პაციენტის მოვლის საშუალებების ხარჯვაზე, ნაშთების სისწორეზე კონტროლი
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო/ფინანსური დოკუმენტაციის დროულად და სრულყოფილად წარმოების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული პერსონალის მიერ მათ კომპეტენციაში შემავალი დოკუმენტაციის სათანადოდ წარმოების კონტროლი;
** საშუალო და დაბალი სამედიცინო პერსონალის სამუშაო და სათადარიგო/სარეზერვო განრიგის შესრულების კონტროლი
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის პაციენტის მოვლის, ჰიგიენური, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების გაცნობა, ინსტრუქტირება და დაცვის მონიტორინგი. გამოვლენილ პრობლემებსა და შეუსაბამობებზე მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვა, უშუალო უფროსთან შესათანხმებლად წარდგენა და განხორციელების კოორდინირება/კონტროლი
** კლინიკაში მიმდინარე საექთნო სასწავლო პროცესებში მონაწილეობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hrkhechinashvili@gmail.com და ველში "Subject" აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე