პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: ქარვა - მცენარეული ზეთების კომპანია
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
შპს "საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: აბაშიძის 71, თბილისი
სამუშაო საათები: 10:00-18:00

ფუნქციები და მოვალეობები:

** კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
** პროდუქტის განვითარების პროგნოზირება;
** ბაზარზე პროდუქტის ცნობადობის და პროდუქტზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტიმულირებისათვის ღონისძიებათა დაგეგმვა; პროდუქტის რეკლამირება;
** გაყიდვების პერსონალის დატრენინგება; პროდუქტის შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** გაყიდვების ტექნიკების განვითარება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა;
** მომწოდებელთან ურთიერთობა;
** პროდუქციის გაცნობის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება მარკეტინგში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ისა და PowerPoint Presentation-ის კარგი ცოდნა სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური პრეზენტაციის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, დამაჯერებლობა საუბრისას
** კრეატულობა
** ინიციატივიანობა, აქტიურობა
** დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებების მიღებისას.

მსურველებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@qarva.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე