აგრო დაზღვევის ანდერაიტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აგრო დაზღვევის ანდერაიტერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალფა
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 23 თებ
სს "სადაზღვევო კომპანია ალფა" აცხადებს ვაკანსიას აგრო დაზღვევის ანდერაიტერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** უშუალო კონტაქტი ფერმერებთან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დათვალიერება, შეფასება და აზომვა. სადაზღვევო რისკების შეფასება;
** ინფორმაციის შეგროვება რეგიონში მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ, რათა განისაზღვროს აღნიშნულ რეგიონში შესვლის საკითი;
** ზიანის რეგულირების სამუშაოებში მონაწილეობა/კოორდინაცია ზიანის მიზეზის, ოდენობის განსაზღვრა. ასევე შემთხვევის დროს მოსავლის ღირებულების განსაზღვრა;
** საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფასების შესახებ ინფორმაციის შეგროვება;
** ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში აქტიური კომუნიკაცია ფერმერებთან, აქტების ხელმოწერის ორგანიზება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი აგრონომიაში, ბიოლოგიაში ან ქიმიაში;
** საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ მკითხველის დონეზე;
** აუცილებელია მართვის მოწმობის ფლობა;

პიროვნული უნარები:

** გამართული მეტყველება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომპეტენტურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრინციპების დაცვა;
** აქტიურობა;
** ენერგიულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1 ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: თბილისი, ა. ყაზბეგის 16.
ტელ.: 2 640 199 (4242)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 23 თებერვალი, 2018 წელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე