სარეკლამო გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სარეკლამო გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ბრილიანტ პრომოუშენი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"ბრილიანტ პრომოუშენი" აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე თბილისში.

სამუშაო მდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურება: 1000 ლარი (დამატებით გაიცემა ბონუსი).
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კვირაში არანაკლებ 30 საათი, დამსაქმებელთან შეთანხმებით.

ფუნქციები:

** სავარაუდო პარტნიორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია (დამსაქმებელთან შეთანხმებით)
** გასაყიდი ობიექტის/მომსახურების შესახებ კლიენტისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდული მომსახურების/ობიექტის შესახებ კლიენტებთან დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია და მომსახურების დასრულებამდე მუდმივი კავშირი;
** სარეკლამო რესურსების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და დამსაქმებლისთვის მიწოდება;
** გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება დამსაქმებელთან შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სტაჟირების ან გაყიდვების სფეროში 3 წლიანი გამოცდილების ქონა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
** სასურველია 1 უცხოური ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).

უნარები:

** მოტივირებული
** გამართული საუბარი
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული

კონკურსში მონაწილეობის მთავარი პირობა:

ვაკანსიასთან დაკავშირებით დაინტერესებულმა პირმა უნდა მოახდინოს დამსაქმებლის გასაყიდ პროდუქტების მოძიება და მათთან დაკავშირებით წარმოადგინონ საკუთარი შეთავაზების ხედვა მცირე ვიდეოს სახით. ჩაწერეთ ვიდეო, თითქოს იმყოფებით კლიენტთან და სთავაზობთ ჩვენს პროდუქტს.

ვაკანსიასთან დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ინფორმაცია ელფოსტაზე: sofia@brilliantpromotion.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება:

** ვიდეო
** CV
** პირადი ფეისბუკ გვერდის მისამართი

შენიშვნა: ვიდეოს არ წარმოდგენის შემთხვევაში მოხდება აპლიკანტის დისკვალიფიკაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე