გაყიდვების აგენტი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისელერი
მომწოდებელი: ჯორჯიან ბეიქერსი
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
საქართველოს ბაზარზე 10 წლიანი მოღვაწეობის გამოცდილების მქონე სადისტრიბუციო კომპანია "ჯორჯიან ბეიქერსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის/პრისელერის პოზიციაზე თბილისში, სადისტრიბუციო ქსელში სამუშაოდ.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 30 წლამდე
** დისტრიბუტორად, გაყიდვების აგენტად ან ზოგადად კერძო ორგანიზაციის გაყიდვების განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** დებიტორული დავალიანების ამოღება და კონტროლი
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** საკუთარი მსუბუქი ეკონომიური ავტომობილი
** არითმეტიკის კარგად ცოდნა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა,პუნქტუალურობა,ენერგიულობა და სწრაფი აზროვნების უნარი

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის რეალიზაცია სავაჭრო ქსელში
** პროდუქციის ხარისხობრივი წარმოჩენა სავაჭრო ობიექტებში
** პროდუქციის პრეზენტაცია ახალ კლიენტებთან

შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან არაანაზღაურებად სტაჟირებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: vacancygb@gmail.com. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე