ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 25 თებ
კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტბრუნვა/საქმისწარმოების მართვა/სისტემატიზაცია;
** სადაზღვევო და სწრაფი გზავნილების კომპანიებთან ურთიერთობა;
** შესყიდვების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სათავო ოფისისა და მისი ფილიალების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარება;
** შეხვედრების, თათბირების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** სტუმრების მიღება;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, მონიტორინგი და მუდმივად განახლება;
** მივლინებების ორგანიზაციული მხარდაჭერა (მგზავრობა, სასტუმრო, შეხვედრების ორგანიზება);
** წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურების დოკუმენტური მხარის უზრუნველყოფა;
** საკანცელარიო, მარკეტინგული და სამეურნეო მასალების მარაგების რაოდენობის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მიწოდება;
** სხვადასხვა პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებთან ურთიერთობის დოკუმენტური მხარის წარმოება/კონტროლი/აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2018 წლის 25 თებერვლამდე მისამართზე - hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე