კლასის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კლასის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 13 თებ / ბოლო ვადა: 13 მარ
"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას კლასის კოორდინატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სპეციალობა: ფსიქოლოგი/ განათლების ადმინისტრირება (დასაშვებია მაგისტრატურის სტუდენტიც);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის, ორგანიზებისა და მართვის უნარები;
** უნარი, მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები სხვადასხვა რთულ და პრობლემურ სიტუაციებში;
** პროფესიონალური ზრდის ინტერესი და მოტივაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კონკრეტული კლასის კოორდინაცია;
** სადილის, სამხრის, შესვენებებისა და გაკვეთილების მომზადების პერიოდში ბავშვებთან ერთად ყოფნა;
** საკლასო და გარე აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება (ექსკურსია, თეატრი, საკლასო ღონისძიებები, ლაშქრობები და ა.შ.)
** მოსწავლეების პორტფოლიოს წარმოება;
** საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების შემუშავება (სადამრიგებლო, ფსიქოლოგიური, შემეცნებითი და ა.შ.)
** მშობელთან კომუნიკაცია (ელ.დღიური, სოციალური ქსელი, სატელეფონო კავშირი, ღია კარის დღე, ინდივიდუალური შეხვედრა, საჭიროების შემთხვევაში მშობლის ვიზიტის დაგეგმვა)
** საგნის პედაგოგებთან მუდმივი კომუნიკაცია, მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი საქმიანობის შესახებ.

სამუშაო დატვირთვა: 09:30 საათიდან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@buckswood.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე