მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: შერლოკი
გამოქვეყნდა: 2 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
კომპანია "შერლოკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე კომპანიის სტენდთან, ვაკის ჰოუმმარტის ფილიალში

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლადი

მოთხოვნები:

** მოლარედ მუშაობის /სალარო აპარატთან და ფულთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გაყიდვების უნარი;
** რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ფლობა (Word, Excel);
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის მაღალი დონე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტენდთან მოსული კლიენტების მომსახურება;
** პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა-გაყიდვა;
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად ასახვა;
** პროდუქციის ჩაბარება, კონტროლი;
** კომპანიის ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მოქნილ სამუშაო გრაფიკს,

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@Sherlock.ge.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მოლარე-კონსულტანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე