იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 14 ივნ
დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** საადვოკატო საქმიანობის უფლება (მინიმუმ სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
** სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, MS Office, Internet;
** ქართული ენის ცოდნა; დამატებით ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სასურველია სამუშაო გამოცდილება:

** უძრავ ქონებებთან დაკავშირებულ კომპანიებში;
** საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** არქიტექტურის სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ახალი პროექტების/სერვისების შექმნის პროცესში მონაწილეობა და სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებების მომზადება;
** კორესპონდენციის მომზადება;
** ქონების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** საქმის მოსამზადებლად მასალების და დოკუმენტაციის მოძიება და დამუშავება;
** საქმესთან დაკავშირებით სარჩელების, საჩივრების, შესაგებელის და სხვა დოკუმენტების შემუშავება, მომზადება;
** წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარი;

სამუშაო განაკვეთი სრული;

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV-(ფოტოსურათით)) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sferoholding1@gmail.com და გთხოვთ subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალოს რაიონი, ვეძისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

გასაუბრება მოხდება მხოლოდ რეზიუმეს შერჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე