PR და მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: PR და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 14 ივნ
სამშენებლო - დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას PR-ისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების განსაზღვრა;
** დეველოპერული კომპანიის პოზიტიური იმიჯის შესაქმნელად გარე კომუნიკაციების დამყარება ჟურნალისტებთან და მასმედიასთან, მარკეტინგულ სამსახურებთან, საიმიჯო კომპანიებთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან და სხვა ანალოგიურ სამსახურებთან;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზანმიმართული აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
** საიმიჯო კამპანიების წარმოება, მედიასთან ურთიერთობა და ერთობლივი პროექტების წარმართვა; ბეჭდური მედიისთვის კომპანიის შესახებ სტატიების მომზადება;
** კომპანიის პოზიტიური იმიჯის ხელშეწყობის მიზნით, ღონისძიებების, პიარ-აქციების მოწყობა; პოპულარიზაციისკენ მიმართული საქველმოქმედო ვიზიტების დაგეგმვა- განხორციელება;
** ვებგვერდის შინაარსობრივი გამართულობის უზრუნველყოფა: შესაბამისი მასალის მომზადება, ველების განახლება და ა.შ.;
** სოციალური ქსელის მართვა, შინაარსობრივი მასალის მომზადება; სოციალურ გვერდზე მიღებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება; (facebook,instagram);
** ბრენდირებული მასალების მომზადება; სარეკლამო მასალების, ბროშურების შექმნა, სარეკლამო კამპანიის წარმოება;
** პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება
** კომპანიის წარდგენა ფორუმებზე ცნობადობის ამაღლების მიზნით.

კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი სასურველია მოცემულ სფეროში;
** სასურველია 1 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიის მართვის ტექნიკების ცოდნა;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია დამატებითი უცხო ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პრეზენტაბერულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე დავალების კოორდინირებულად შესრულების უნარი;
** თვითგანვითარებისთვის მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sferoholding1@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს რეზიუმეს ვერ განვიხილავთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე