მარკეტინგის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 1 ივნ
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მარკეტინგის სამსახურის უფროსის ვაკანსიას "ავერსის კლინიკა"-ს თბილისის ცენტრალურ ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის სამსახურის მართვა.
** კლინიკის სტრატეგიიდან გამომდინარე წლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება. მარკეტინგული მიზნის,სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება;
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;
** კომპანიის თითოეული პროდუქტის სარეკლამო სტრატეგიის შექმნა; დასახული სტრატეგიის განხორციელება;
** სარეკლამო სააგენტოებსა და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;
** კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** დასახული და განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს - ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოციდლება (უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება).
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power Point) სრულყოფილად ფლობა. WEB დიზაინის პროგრამების: Adobe (Premiere, Illustrator, Flash, Photoshop), Corel Graphics Suit ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, ორგანიზებულობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის სამსახურის უფროსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ან წარმოადგინეთ შემდეგი საბუთები:

** ფოტოსურათი 3X4 1ც, დისკზე ჩაწერილი, გადაღების თარიღის მითითებით
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ; ადამიანური რესურსების სამსახური, ოთახი N 201. ტელ: 500 700

კანდიდატების მიღება წარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა)
შემდეგ საათებში: 10.00 სთ-იდან 17.00 სთ-მდე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 01. 06.2018წ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე