გაყიდვების მენეჯერი, ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი, ტექნიკოსი
მომწოდებელი: სანიტარული კომპანია ქილერსი
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
კომპანია "ქილერსი" სთავაზობს დასუფთავებისა და სანიტარულ სერვისს, როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. ბაზარზე გამოჩნდა 2014 წლიდან და დღეისათვის ემსახურება წამყვან კომპანიებს საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს http://www.facebook.com/killers.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და ტექნიკოსის პოზიციაზე.

1. გაყიდვების მენეჯერი

აუცილებელი მოთხოვნები:

** Microsoft office-ს ცოდნა
** ვერბალურად და ლოგიკურად გამართული მეტყველების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური
** პრეზენტაბელური
** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო და პირდაპირი კომუნიკაცია
** რეპორტინგი ზემდგომ მენეჯმენტთან

სამ თვიანი სტაჟირების პერიოდში, ერთი თვის ანაზღაურება შეადგენს 250 ლარს + ბონუსი; სამი თვის შემდეგ - 500 ლარი + ბონუსი

2. ტექნიკოსი

მოვალეობები:

გადამზადების გავლის შემდეგ ინდივიდუალურად ან/და გუნდურად ჩაატაროს სანიტარული პროცედურები (დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია, ქვეწარმავლების კონტროლი და ა.შ.) სხვადასხვა ობიექტებზე საქართველოს მასშტაბით

აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** მოწესრიგებულობა

ერთი თვის ანაზღაურება შეადგენს 500 ლარს

გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე info@killers.ge და მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც გსურთ მუშაობის დაწყება; თან დაურთეთ თქვენი ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე