საწყობის მენეჯერი/უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერი/უფროსი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის/უფროსის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები და უნარები, რომელებსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** გამოცდილება მარაგების აღწერაში, ნაშთების კონტროლში, ასევე, საჭირო იურიდიული დოკუმენტების მომზადება კონტროლში;
** გამოცდილება ტვირთის მიღება-დასაწყობებაში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების (MS Office-ის) კარგად ცოდნა;
** მარაგების მართვისთვის განკუთვნილ პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება;
** უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის მიღება და შესაბამისად დასაწყობება, გაცემა;
** საწყობში პროდუქციის რეგულარული კონტროლი, მარაგების აღწერა და ნაშთების კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციით მაღაზიის მომარაგება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** დაკვირვებული და სხარტად მოაზროვნე.

პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული. სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე კვირაში;
** გამოსაცდელი ვადა: ორი თვე (ანაზღაურებადი).

დამატებითი ინფორმაცია:

მის.: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. 2
ვებ-გვერდი: www.bellemaison.ge | www.facebook.com/bellemaisontbilisi | www.facebook.com/VilleroyandBochGeorgia

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: david@decorum.ge

სავალდებულოა:

** რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე; "subject"-ში მიუთითეთ "საწყობის მენეჯერის" პოზიცია.
** გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღწერილ საკვლიფიკაციო მოთხოვნებს, არ დაექვემდებარება განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე