მიმტანი, ბარმენი - ბაკურციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი, ბარმენი - ბაკურციხე
მომწოდებელი: სასტუმრო Marosheni
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
სასტუმრო "Marosheni" აცხადებს ვაკანსიას რესტორანში მიმტანის და ბარმენის პიზიციაზე.

მდებარეობა: კახეთი, ბაკურციხე

1. მიმტანი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** კარგი კომუნიკაციის უნარი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
** რესტორნის მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ასაკი 18-დან 30 წლამდე

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი.

2. ბარმენი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მომზადება
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამული გატარება
** შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად შესრულება
** რესტორანში არსებული სასმელის მარაგის კონტროლი (ნაშთები ბარში/საწყობში)
** საჭიროებიდან გამომდინარე, პროდუქციის მიღება ობიექტზე არსებული წესის შესაბამისად
** რესტორნის მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად ობიექტის აღწერის წარმოება
** სამუშაო სივრცეში წესრიგის უზრუნველყოფა და ბარის ინვენტარის კონტროლი
** სალაროსთან მუშაობა
** ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვა
** სასტუმროს შიდა განაწესის დაცვა
** მომხმარებლებთან პოზიტიური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (Word, Excel, Internet);
** სასურველია ტექნიკურ აღჭურვილობასთან მუშაობის გამოცდილება (მუსიკალური აპარატურა, პროექტორი, კომპიუტერი და ა.შ.)

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

დამატებითი სარგებელი: უზრუნველყოფა კვებით და საცხოვრებლით.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@marosheni.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე