მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: Armani Exchange
გამოქვეყნდა: 15 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
მაღაზია "Armani Exchange" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე .

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ფასების, ნაშთის და აქციების კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** კონსულტანტების მართვა
** საწყობის ნაშთის კონტროლი
** საქონლის მიღება, აღრიცხვა, გაყიდვების პროგრამული გატარება
** სალარო ოპერაციების მართვა
** "Armani Exchange"-ისა და" არმანის" სხვა ხაზების შესახებ ინფორმაციის ფლობა
** საწყობის აღწერა
** მეპატრონესთან ყოველდღიური კონტაქტი
** "არმანის" სტანდარტების შენარჩუნება
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა, ინკასაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ასაკი: 30-დან 45 წლამდე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მაღალ დონეზე)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel-ი მაღალ დონეზე).
** გამოცდილება მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე (დიდ კომპანიაში ან სავაჭრო ცენტრში).

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მენეჯერული თვისებები, მართვის უნარი

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@nabu.ge. CV-ს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი, სურათი ჩასვით CV-ში.
 სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 800 სიტყვისა) ჩაითვლება უპირატესობად. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რატომ გინდათ ამ პოზიციაზე მუშაობა და რატომ ხართ საუკეთესო კანდიდატი.

განიხილება მხოლოდ ის CV, რომელსაც ექნება თანდართული ფოტოსურათი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე