საბანკო პორტფელის ვადაგადაც. სესხების მართვის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბანკო პორტფელის ვადაგადაც. სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 16 მაი / განახლდა: 17 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საბანკო პორტფელის ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე; შაბათი: 10:00-დან 15:00-მდე;
ანაზღაურება: 300 ლარი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაოს აღწერა:

** ბანკის ვადაგადაცილებულ პორტფელზე დავალიანების დაფარვის მიზნით კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრობლემური სესხების მოგვარება და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო გზების ძიება;
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** კლიენტების და თავდები პირების ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო პორთფელის დამუშავების გამოცდილება აუცილებელია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook).

კომპეტენციები და უნარები:

** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hrvacancies.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საბანკო პორთფელის ვადაგადაცილებული სესხების მართვის ოფიცერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე