საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 99 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** შესყიდვის აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე საქონლის შესყიდვის ოპერაციის შესრულება სისტემაში;
** სისტემაში სასაქონლო ზედნადებების შედგენა და მათი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ატვირთვა;
** შიდა გადაადგილებების სისტემაში ასახვა;
** უკან დაბრუნებული საქონლის სისტემაში და შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ასახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე