სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს სამედიცინო წარმომადგენელის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების სტრატეგიული მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭებათ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს)
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (აუცილებელი მოხოვნა)
** უპირატესობა მიენიჭებათ ნევროლოგიურ ჯგუფში (წამყვან ნევროლოგებთან მუშაობის გამოცდილების მქონე და ობიექტების მცოდნე კანდიდატებს)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** გარემოში სწრაფი ადაპტაციისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის უნარი
** შესაძლებლობებზე კონცენტრირების უნარი
** ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე, საწყისი ანაზღაურება (გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში კვარტალური პრემიების გათვალისწინებით.

გთხოვთ ფოტოსურათი და CV გამოაგზავნოთ მისამართზე: lm.epco@client.jobs.ge არაუგვიანეს 15 ივნისისა. მიუთითეთ სათაურში ვაკანსიის სახელწოდება.

ფოტოსურათის გარეშე მიღებული CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე