საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
კომპანია "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე, სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).

დასტა რექორდს მენეჯმენტი ("დასტა") არის დოკუმენტაციის ელექტრონული სისტემებით მართვის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

მოთხოვნები:

** ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები
** საჭიროების შემთხვევაში არასტანდარტულ საათებში მუშაობის შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში ტვირთის გადაადგილება
** საწყობში შემოსული ყუთების შესახებ არსებული მონაცემების შემოწმება
** ნებისმიერი სხვა ლოჯისტიკური დავალებების შესრულება
** საჭიროების შემთხვევაში საწყობის მცირე ტექნიკური რემონტი

სამუშაო გრაფიკი:

** სრული განაკვეთი - სამუშაო საათები 09:30 – 18:00
** ნახევარი განაკვეთი - სამუშაო საათები 16:00 – 20:00


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ 2018 წლის 15 ივნისამდე შეავსოთ აპლიკაცია და ატვირთოთ CV შემდეგ მისამართზე: http://drm.ge/ვაკანსიები და გთხოვთ აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება – საწყობის ოპერატორი სრული განაკვეთი ან საწყობის ოპერატორი ნახევარი განაკვეთი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე