საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე - რეგიონები
მომწოდებელი: კრედიტ პლუს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანაშემწის პოზიციაზე.

"კრედიტ პლუს ჯორჯია" ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლიდან და წარმოდგენილია 11 ფილიალის მეშვეობით. კომპანიის მთავარი მიზანია მომხმარებელზე მორგებული სესხის პირობებით, ხელი შეუწყოს მათი საქმიანობის განვითარებას და წარმატებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, მარნეული, თელავი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** არსებული პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტურად გაყიდვა და პრომოუშენი
** როგორც აგრო, ასევე მიკრო ბიზნესის მფლობელებთან ადგილზე ვიზიტი და პროდუქტების შეთავაზება
** ექსპერტისათვის დახმარების გაწევა საოფისე საქმიანობაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** თავის გამოჩენის შემთხვევაში საკრედიტო ექსპერტად გადაყვანას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@creditplus.ge 2018 წლის 15 ივნისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე" და ქალაქის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე