დასუფთავების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: გალერი პალასი
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 15 ივნ
თბილისის ცენტრში, ინგოროყვას # 5-ში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "გალერი პალასი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

სასტუმრო "გალერი პალასი" საზოგადოებას სთავაზობს მაღალი სტანდარტების მომსახურებას კომფორტულ და დახვეწილ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

მისთვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში ( საზოგადო ადგილები, სამრეცხაო , სასტუმროს ოთახები , უნიფორმების ოთახი) სისუფთავის უზრუნველყოფა დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მოწესრიგებული, ჰიგიენური და კეთილგანწყობილი;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შენიშვნების მიღების და გათვალისწინების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** თბილ და მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gallerypalace.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 ივნისამდე

სასტუმრო "გალერი პალასი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე