სანტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სანტექნიკოსი
მომწოდებელი: BD property
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 26 მაი
დეველოპერული კომპანია "BD Property" აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე საცხოვრებელ კომპლექსში "თბილისი გარდენს".

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების გამართული, შეუფერხებელი და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
** სისტემების ნაადრევი ცვეთის მიზეზების შესწავლა და მათი თავიდან აცილების მიზნით ზომების მიღება;
** არსებული აუზების და მათი სატუმბი სადგურების პერიოდული დასუფთავება/მოვლა და ქიმიური პრეპარატებით უზრუნველყოფა;
** ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების მუშაობის ხარისხის, საიმედოობის ამაღლების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სათადარიგო ნაწილების, ინსტრუმენტების შეკვეთაში მონაწილეობის მიღება;
** სანიტარულ-ტექნიკური სისტემების კომპლექსური ტესტირება. შეკეთებული სისტემების მომზადება ექსპლუატაციაში გასაშვებად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ ჩვევები:

** ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცენტრალური გათბობის, აუზების და სატუმბი სადგურების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო სისტემების მიმართულებით;
** პასუხისმგებლობა;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

ანაზღაურება: 900 ლარი ხელზე ასაღები.
გრაფიკი: მოძრავი, 15-16 სამუშაო დღე თვეში.
მისამართი: ქ. თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა # 10

დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტო შემდეგ მისამართზე: info@tbilisigardens.ge. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 26 მაისი, 2018 წ. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე