სამედიცინო წარმომადგენელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - ქუთაისი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან.
** პროდუქტებზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა,
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამედიცინო განათლება
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი (ვერბალური უნარი);
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის ფიქსირებულ ხელფასს და ყოველთვიურ საბონუსო სისტემას.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ქართულ და რუსულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: d.ginzburg@synevo.ge და a.tsintsabadze@synevo.ge და საგანში (subject) მიუთითეთ "სამედიცინო წარმომადგენელი" და იმ რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული გასაუბრებაზე. ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე