ხარჯთაღმრიცხველი/მონტაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი/მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 16 მაი / ბოლო ვადა: 16 ივნ
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ხარჯთაღმრიცხველი (სმეტჩიკი)

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ხელშეკრულების გაფორმებამდე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ) დადგენა, ანალიზი;
** ხარჯთაღრიცხვების ექსპერტიზა და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და დამუშავებული პროექტების საფუძველზე ობიექტის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, ** სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ - რესურსული მეთოდით - მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
** ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
** სამშენებლო - საინჟინრო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** დეფექტური აქტების შედგენა;
** ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
** ელექტრო სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
** დეფექტური აქტების და სხვა სახის ტექნიკურ - ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელობა და კოლეგიალობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაკვირვებულობა, დეტალების დაფიქსირების უნარი;

ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად

2. ელექტრო კარადების აწყობა-მონტაჟის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოების და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;

ხელფასი: კვალიფიკაციის შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე ltd.arsi@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე