« ყველა განცხადება გადაიტანე Facebook-ზე
 
თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი


თავისუფალი უნივერსიტეტი შეიქმნა 2007 წელს, საქართველოს ორი წამყვანი კერძო უმაღლესი სასწავლებლის - ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად. ამჟამად, თავისუფალ უნივერსიტეტში არის შემდეგი სკოლები: ბიზნესის სკოლა (ESM), აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი/საერთაშორისო ურთიერთობები, სამართლის სკოლა, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS), ფიზიკის სკოლა, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა.

თავისუფალი უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლებელია - ყოველწლიურად ყველაზე მაღალი საშუალო გამსვლელი ქულით და ყველაზე მაღალი კონკურსით. თავისუფალი უნივერსიტეტი, გარდა საბაკალავრო სწავლებისა, დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს სთავაზობს სამაგისტრო და პროფესიული განვითარების პროგრამებს. თავისუფალ უნივერსიტეტს ბაზალეთის ტბასთან აქვს თანამედროვე სასწავლო ცენტრი, რომელშიც ტარდება საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სხვადასხვა ტიპის ტრეინინგები, სემინარები, კონფერენციები.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.freeuni.edu.ge
დასახელება მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
აკადემიური თანამდებობები Open in new window Published within last 2 days თავისუფალი უნივერსიტეტი 24 მაისი 28 ივნისი
უმცროსი მკვლევარი Open in new window თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 16 მაისი 1 ივნისი
სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი Open in new window თავისუფალი უნივერსიტეტი 30 აპრილი 30 მაისი